|
2015-09-22 13:05:53, 408 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსეთს თუ უკრაინაში განხორციელებული უკანონობა შერჩება, ის არ შეჩერდება
„თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშის ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც უკრაინაში გააკეთა, მაშინ რუსეთს აგრესიული ნაბიჯების განხორციელებისკენ წააქეზებს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოში მცოცავ ანექსიას ყოველდღე ახორციელებს. „რუსეთი ხელშეკრულებებს არამარტო აფორმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48 ან 72 საათის შემდეგ, იმისდა მიხედვით,თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე. თუმცა, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, თუ მსოფლიო ხელს არ შეუშლის თავისუფლების ექსპანსიას, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ“, – აღნიშნა ხიდაშელმა. მინისტრის შეფასებით, რუსეთს თუ უკრაინაში განხორციელებული ქმედება შერჩება, ის არ შეჩერდება. „აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: გმირებად დავიღუპოთ. თუმცა, მაინც არსებობს კითხვები. შეუძლია თუ არა მსოფლიოს რამე დადებითის გაკეთება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მარტო საქართველოს ტრაგედია. რუსეთს შერჩა 2008 წლის საქართველოს მოვლენები და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. თუ ახლა რუსეთს შერჩება უკრაინაში განხორციელებული უკანონობა და თუ ნატო მკაფიოდ არ განაცხადებს, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს, რუსეთი არ შეჩერდება“, – განაცხადა ხიდაშელმა. მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოსგან არ ითხოვს, რომ რუსეთში ინტერვენცია განახორციელოს. „მან, უბრალოდ, შემაკავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სადაც ნატო შედის, იქ ომი აღარ ხდება. 2008 წლის სამიტზე ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მაპის მოცემის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებდა. ბუქარესტის სამიტზე საქართველოს არ მისცეს მაპი, თუმცა ომი მაინც მოხდა. ეს ფაქტია და არ არის მარტო ჩემი აზრი“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)