13:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 16:20:03, 404 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ახალ მრჩეველთა მისიაში საქართველოს 5 ოფიცერი ჩაერთვება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის ახალ სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 5-კაციანი შემადგენლობით ჩაერთვებიან. აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

„საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წამოწყებული ნებისმიერი ქმედების თანამონაწილეა, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს წლების განმავლობაში ჩვენი მოქმედებებით ძალიან ბევრჯერ დადასტურდა, დაწყებული კოსოვოდან, სადაც პირველი მისია წავიდა. ცენტრალურ აფრიკაში და მალიში იმყოფედნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მათ ფრანგებთან და გერმანელებთან ერთად სრული მისია მოიხადეს. დღეს, როდესაც მისიის ტრანსფორმაცია მოხდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ ვეხმარებით ოპერაციის წარმატებას“,- განაცხადა ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსმა კი ყურადღება მისიაში ქართველი სამხედროების მთავარ ფუნქციებსა და ამოცანებზე გაამახვილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics