23:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 11:39:18, 758 ნახვა

ეკონომიკა
ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდან

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება - სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ.

ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს - აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა.

მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის" გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე - საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე - 9 აპრილზე ისაუბრებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics