19:22 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 20:16:58, 738 ნახვა

კომენტარი
უგულავა პოლიციელებს - არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ამ ქვეყანაში „ვეჩნი“, მოგეკითხებათ!

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ქართული მარშის“ კანდიდატ გიორგი გაბედავას დაუპირისპირდა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, გაბედავა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილ ზოგიერთ პირთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა.

მანვე მიმართა პოლიციელებს, რომ მათი ქმედება კანონის აბუჩად აგდებაა და მათ აუცილებლად მოეკითხებათ.

„ამ უუნარო ხელისუფლების მთელი დღე ჩვენ ვაკვირდებით, მას შემდეგ რაც აღმოაჩნიეს საცოდავი ადამიანი, რომელიც მძევალია, ჯერ გამოაცხადეს ნაც მოძრაობის წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო და ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო თქვენი ზონდერიაო.

ადამიანი მძევალია, ესეთი უსისხლძარღვო ხელისუფლება, გაბედავა ნოლია, შნირია, პრობლემაა ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, მოიყვანეს ახლა და მათი პროპაგანდისტული ყველა საშუალება, კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ეს ნაგვები პირდაპირ ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია, ესეთი უუნარო ხელისუფლება რომ არის. გაეთრევით ყველანი აქედან, ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც არ არის თავის საქმით დაკავებული, მოგეკითხებთ სათითაოდ. არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ამ ქვეყანაში „ვეჩნი“, მოგეკითხებათ, კანონის აბუჩად აგდებაა, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics