|
2020-10-16 13:08:55, 929 ნახვა
რეგიონი
სოფლების ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა
ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით გადაადგილება ამდრომდე სამარშრუტო ტაქსებით იყო შესაძლებელი, ადგილების სიმცირის გამო კი აღნიშნული ხაზები მხოლოდ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ემსახურებოდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ვერ ახერხებდა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩაანაცვლა და დღეს, ტალავერის, ფარიზისა და მიმდებარე სოფლების მიმართულებით გადაადგილება პედაგოგების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ავტობუსები ბოლნისის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ საჩუქრად გადასცა. მათ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ და მხოლოდ ტექდათვალიერების გავლის შემდეგ დაემატა ტალავერისა და ფარიზის მიმართულების სამარშრუტო ხაზებს. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე იწყებენ და 20:30 საათზე ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ექვსი დღე, შაბათის გარდა, ე.წ ,,რკინიგზის დასახლების" მიმართულებითაც იმოძრავებს. რატევანის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი კი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაიზარდა და ავტობუსების ბოლო გაჩერება N3 ქუჩაზე განთავსდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)