|
2020-10-15 11:22:45, 582 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს არაფინანსური კორპორაციების მიერ ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა
2019 წელს არაფინანსური კორპორაციების მიერ ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსათვის 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა. „გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსათვის 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.9 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2019 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 16.0 მილიარდი ლარია. არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2019 წლის ბოლოსათვის 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2.8 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 36.6. 2019 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 41.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან. მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 10.5 მილიარდ ლარს). მთლიანი ვალდებულებებიდან 12.3 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2019 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 29.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსათვის 38.7 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1 120.3 მილიონი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 71.9 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 309.7 მილიონი ლარი“, - განაცხადეს საქსტატში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)