|
2015-09-19 09:36:34, 583 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში გადამზადდებიან
20 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 14 თანამშრომელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიუროს (INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარდაჭერისათვის და თანამშრომლებს სასწავლო კურისის წარმატებით გავლა უსურვა. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკვე ერთი წელია ეხმარება სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. სასწავლო კურსს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები ვისკონსინის შტატში გაივლიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლები სამი კვირის განმავლობაში ვისკონსინის შტატის ქალაქ ოშკოშსა და მედისონში შეხვედრას გამართავენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და დაათვალიერებენ შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. ადგილზე გაეცნობიან ციხის მართვის თანამედროვე პრაქტიკას და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)