|
2015-09-18 22:27:10, 890 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა 4 წლით და 6 თვით მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თბილსერვისის“ ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, საბოლოოდ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ამასთან, სასამართლომ უგულავას, 6 თვით სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობა აუკრძალა.სასჯელის ათვლა დაიწყო გიგი უგულავას ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. „რიყის“ გასხვისების ეპიზოდზე კი, სასამართლომ თბილისისი ყოფილი მერი უდანაშაულოდ ცნო.ამავე ეპიზოდზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. ცნობისთვის, დღეს დაცვის მხარემ „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვიების საქმეზე სასამართლო პროცესის 1 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენეა. თუმცა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე სხდომაზე, მოსამართლემ უგულავას საშუალება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა, თუმცა, ბრალდებულმა ამაზე უარი განაცხადა. „არ ვაპირებ საბოლოო სიტყვის თქმას. იმდენი თავმოყვარეობა მაქვს, როცა ვიცი ჩემი მოსმენა არ უნდათ, არ ვილაპარაკებ.ფორმალობაში მონაწილეობას არ მივიღებ. თქვენ, მოსამართლევ ჩემი საბოლოო სიტყვა არ გაინტერესებთ. არ აინტერესებს პროკურორებს, სასამართლოს. საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის“, – აღნიშნა უგულავამ სასამართლო პროცესზე.
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)