23:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 23:17:17, 938 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე - თუ ეს რუსული მოტივია, მაშინ რუსეთი გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს საკითხი

„თუ ეს რუსული მოტივია, მაშინ რუსეთი გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს საკითხი“ , - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერში რუსული კვალის ძებნა არაადეკვატურობაა.

 „ჩვენ ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე.

ამ სიტუაციაში მე რუსულ კვალზე არ შემიძლია საუბარი. არავითარი არგუმენტები არ მაქვს, რომ რუსეთი ახლა დაინტერესებულია, ჩვენ მოგვცეს დოკუმენტი, რუკა, რომლის თანახმადაც ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივად დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებზე იმ ზოლში.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება სამართლიანად გადაწყდეს ჩვენთვის საკითხი დავითგარეჯთან მიმართებით“ , -  განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics