|
2020-10-09 13:31:19, 763 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მუზეუმი და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მუზეუმის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 5,5 მლნ ლარია. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვენლოვნად დააზიანა, მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია კი დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)