|
2020-10-07 13:36:53, 612 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველოსთვის სამეზობლოში მიმდინარე ომი უდიდესი რისკია
საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის სამეზობლოში მიმდინარე ომი დიდი რისკია. „როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს არის უდიდესი რისკი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობლებს გამოვუხატოთ მზაობა, რომ წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ გვყავს როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოში და ქვეყანა პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს, მხოლო და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)