|
2020-10-06 18:35:26, 1135 ნახვა
კომენტარი
ასლან ბჟანია - მადლობას ვუხდი ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო
„მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განაცხადა. ბჟანიას თქმით, სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაში. „სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. უეჭველია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. კიდევ ერთხელ, აფხაზეთის ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა ბჟანიამ. ცნობისთვის, დღეს სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)