|
2020-10-05 11:59:14, 600 ნახვა
კომენტარი
გასაოცარი უპასუხისმგებლობაა - დონალდ ტრამპს ექიმი კარანტინის დარღვევის გამო აკრიტიკებს
ექიმი ჯეიმს ფილიპსი დონალდ ტრამპს კარანტინის დარღვევის გამო აკრიტიკებს. როგორც ის „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტმა პოლიტიკური სპექტაკლის გამო ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა. „ეს საპრეზიდენტო ჯიპი არა მხოლოდ ტყვიაგაუმტარია, არამედ ჰერმეტულად არის დალუქული. COVID-19-ის გადაცემის რისკი საკმაოდ მაღალია. გასაოცარია უპასუხისმგებლობა. ყველა ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტის სრულიად არასაჭირო „გამგზავრების“ დროს მის მანქანაში იმყოფებოდა, ახლა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ისინი შეიძლება დაავადდნენ ან შეიძლება მოკვდნენ. ტრამპმა პოლიტიკური სპექტაკლის გამო მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა, რაც სიგიჟეა“, - წერს ექიმი. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა საავადამყოფო ცოტა ხნით დატოვა და ამომრჩევლებთან შესახვედრად გაემართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)