02:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 10:04:42, 635 ნახვა

საზოგადოება
ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი და სახლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.  ინფორმაციას მთაწმინდის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულებამ 97 600 ლარი შეადგინა.

"მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემსრულებელ კომპანია შპს „თბილ-ბაქ“-თან ერთად შეისწავლა სახლის ავარიულობის სიმწვავე და დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სახლი საჭიროებს კაპიტალურ გამაგრებას, რომელიც განხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ დარღვეულიყო სახლის კულტურული მნიშვნელობა, მოხდა გარე ფასადის სკანირება, რის შემდეგაც მოიხსნა კონსტრუქციები და დასაწყობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა საფრთხე რომ კულტურული მნიშვნელობის კონსტრუქციები დაზიანდებოდა ან განადგურდებოდა. სამუშაოების მომავალი ეტაპის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება",-ნათქვამია მთაწმინდის გამგეობის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics