|
2020-09-30 12:52:17, 593 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე - ეს იყო მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელება, რაზეც ჩვენი აქტივისტები წამოეგნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარნეულში მომხდარი დაპირისპირება იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელებაა, რაზეც „ოცნების“ აქტივისტები წამოეგნენ. როგორც მან აღნიშნა, მომხდარი ფაქტი სამწუხარო და ცალსახად დასაგმობია. „ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. იყო გაგრძელება იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები გუშინ საღამომდე არ წამოეგნენ, მაგრამ გუშინ საღამოს, სამწუხაროდ, მათ შეძლეს პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩვენი მარნეულის წარმომადგენლები და აქტივისტები, შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ეს ძალიან სამწუხაროა და ცალსახად დასაგმობია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ღამით მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები დაშავდნენ, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)