|
2020-09-30 12:42:23, 563 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - დავით-გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია
პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით-გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. „დავით გარეჯთან დაკავშირებით ინფორმაციაა ჩვენთვის ისევეა ცნობილი, როგორც გაცხადებულია პროკურატურის მიერ. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები. რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე კომისიის წევრების ქმედებების კანონიერებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)