|
2020-09-30 12:26:29, 564 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, ხელისუფლებას არჩევნების ძალადობითა ჩატარებას არ აპატიებს
არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას არჩევნების ძალადობითა ჩატარებას არ აპატიებს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ძალადობასა და მედიაზე თავდასხმას. მისი თქმით, ხელისუფლება ახორციელებს ყველა იმ ადამიანის დაშინებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს. „ეს არის ერთი და იგივე სცენარი, ასე იწყებს ხელისუფლება. ძალადობა, რომლის მთავარი მიზანიც არის მოქალაქეების დაშინება. არამხოლოდ იმ აქტივისტების დაშინება, რომლებზეც ხორციელდება თავდასხმა, არამედ ყველა იმ ადამიანის დაშინება, რომელიც შესაძლებელია, რომ არ უჭერდეს ხელისუფლებას მხარს. არავინ, არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს არჩევნების ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარებას. ამის შესახებ არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გააფრთხილა ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)