|
2020-09-28 12:48:52, 608 ნახვა
რეგიონი
საკონდიტრო „დონა“ მუშაობას ანახლებს
ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონა“ მუშაობას ანახლებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ფილიალები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება. „5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით. სიმბოლურია ისიც, რომ 17 წლის წინ ოქტომბრის დასაწყისში, ძალიან მიზანდასახული ოჯახური წყვილის და ერთეული ერთგული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომით დაწყებული საქმე დღეს უკვე დიდი, ერთიანი, მომხმარებელზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. ჩვენი გუნდი. ჩვენი ოჯახი. დონას ოჯახი. მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს. შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო დონას ორმა ფილიალმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)