03:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 11:19:37, 1250 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი კრიტიკულად მძიმე იყო, მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

მისი თქმით, ერთი მათგანი 67 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო მეორე ქუთაისის კლინიკაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

„67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. იყო კრიტიკულ მფგომარეობაში, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილი პაციენტი გახლავთ ქუთაისში, რომელიც გადმოყვანილი იქნა 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ პაციენტსაც ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. ეს გახლავთ ასევე შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics