01:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 12:06:05, 746 ნახვა

საზოგადოება
ალიევის უნივერსიტეტის რექტორი: რაც ალასანია და ფანჯიკიძე ოპოზიციაში გადავიდნენ, ლიცენზია წაგვართვეს

ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ნოვრუზ ბაირამოვი უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის წართმევას აპროტესტებს.

როგორც ბაირამოვმა Haqqin.az-ს განუცხადა, უნივერსიტეტს პრობლემები მას შემდეგ შეემქნა, რაც ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე ოპოზიციაში გადავიდნენ. 

„ჩვენმა უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნირების სამინისტროსა და ხარისხის შეფასების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია გაიარა. მაია ფანჯიკიძის ძმა ლაშა ფანჯიკიძე უნივერსიტეტის სტატუსის მიღებაში დაგვეხმარა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ნათესავები თანამდებობიდან გაათავისუფლებს, ეს სტატუსი წაგვართვეს“, - განაცხადა ბაირამოვმა.

მისივე თქმით, ის უნივერსიტეტის გარშემო შექმნილი პრობლემების მოგვარებას ცდილობდა, რა დროსაც თაღლითებმა მისი 300 ათასი დოლარი მიისაკუთრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics