23:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 14:33:55, 603 ნახვა

სამართალი
მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics