23:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 13:02:20, 719 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ე.წ „ბუზების ექსპერიმენტი“ მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ე.წ „ბუზების ექსპერიმენტი“ მიმდინარეობს

საექსპერიმენტო მოქმედება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ხორციელდება. საგამოძიებო მოქმედებებს ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც ესწრება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ეკატერინა ქობესაშვილის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგად უნდა დადგინდეს, ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მწერების სახეობა.

„ორი თვის გასვლის მერე დაგვიკავშირდა გამოძიება. გვითხრა, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა მანქანაზე. რა მწერებია ამ მანქანაში აღმოჩენილი და არის თუ არა ბალახის ან სხვა მცენარის ნარჩენები. მისაღები გვაქვს სამედიცინო დასკვნაც“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილების ოჯახმა დახურულ საკალმახე „ალგეთში“ ყოფნის დროს სავარაუდოდ იგივე სახის მწერები ნახა, რაც გარდაცვლილის ცხედარზე აღმოაჩინეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics