|
2015-09-15 13:39:23, 528 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე SIDA-ს თავმჯდომარეს ევა გიბსონ სმედბერგს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) თავმჯდომარესთან ევა გიბსონ სმედბერგთან. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა SIDA-ს დახმარების ფარგლებში მიმდინარე აქტივობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ახლადშექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებასა და სამომავლო ხელშეწყობის პერსპექტივაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)