|
2020-09-11 18:51:25, 2311 ნახვა
კომენტარი
თეონა ცხომელიძე - სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება თაკო ჩარკვიანისგან მოხდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსი პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან გადაედო. მისივე თქმით, ჩარკვიანი რამდენიმე დღის წინ გადაცემა „დღის კურიერის“ სტუმარი იყო. ჟურნალისტის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს. „დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა სამწუხაროდ ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც შესაძლოა ჩემგან დაინფიცირდნენ“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ. შეგახსენებთ, რომ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ჟურნალისტთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)