21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 11:14:02, 10318 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 39 შემთხვევიდან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 39 შემთხვევიდან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოკვეთილია ახალი ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა კოვიდ19-ის შემთხვევები, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა და ტესტირება.

„გვაქვს 4 უკვე ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებული შემთხვევები, ეს გახლავთ 4 ხოფის სავაჭრო ცენტრთან, 2 ნოვასთან, 2 ელიტ ელექტრონიქსთან და ერთი გახლავთ სასაზღვრე პოლიციის თანამშრომელი. 10 შემთხვევაა დაკავშირებული უკვე აქამდე არსებულ გაჟღერებულ კლასტერებთან და ეს გახლავთ დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც ერთეული შემტხვევებია, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი. 15 გახლავთ უცნობი შემთხვევა, რომელთა პირველწყაროც არ არის ცნობილი, მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებებიც, მაგრამ კვლევები არ არის დასრულებული ბოლომდე.

გაომიკვეთა ახალი ლოკაციები, არის სადისტრიბუციო კომპანია, „თეგეტა მოტორსი“, კლინიკა და ა.შ“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics