|
2020-09-04 20:23:34, 5176 ნახვა
კომენტარი
დეგნანი ბაჩალიაშვილის საქმეზე - FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება შტატებზე
„FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე“ , - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერალები სხვა ქვეყანაში მომხდარ ფაქტებში ერევიან მაშინ, როდესაც საქმე ეხება აშშ-ს მოქალაქეს ან შტატების ინტერესს. „კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა, გასაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი დაკარგეს. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიან ისინი. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას, მათი ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან ამერიკულ ინტერესს წარმოადგენს“ , - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)