20:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 15:53:31, 5960 ნახვა

რეგიონი
აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ქვედა აქუცაში მცხოვრები 10 ოჯახი ცენტრალურ მაგისტრალს საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა. ადგილობრივები წლებია სოფლის პრიორიტეტად საავტომობილო ხიდის მშენებლობას ითხოვდნენ.

დაპირებისამებრ, აქუცის ხიდის მშენებლობა უკვე დაიწყო და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი 23“ ასრულებს.

სამშენებლო პროცესს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო.

,,ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით შექმნილი ვითარებისა, შევძელით საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყება. აღნიშნული ხიდით არა მარტო 10 ოჯახი ისარგებლებს, არამედ იქნება ორ სოფელთან - ზედა აქუცასთან და ვაიოსთან დამაკავშირებელი ალეტერნატიული გზა", - აღნიშნა როლანდ ბერიძემ.

პროექტის ბიუჯეტი 923 050 ლარია. ხელშეკრულების თანახმად, ხიდის მშენებლობა 2021 წლის 1 ივლისს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics