14:04 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 12:36:33, 3382 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - პანდემია პოზიციებს არ თმობს, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს

„პანდემია პოზიციებს არ თმობს, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს“ , - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დროული და მნიშნელოვანი იყო, რადგან ტურიზმი დამოკიდებულია ეპოდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ ტურიზმის სექტორს. ამ დროის მანძილზე 6 თვის ბანკის სესხის სუფსიდირება განვახორციელეთ. დღეს კი გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს და კიდევ 6 თვის ბანკსი სესხის პროცენტი იყოს სუფსიდირებული.

ეს მარტივი პროცედურაა, მცირე და საოჯახო სასტუმროებმა, ვინც უკვე მოგვმართეს მომდევნო 6 თვის მანძილზე ჩვნე მათთან კონტაქტი აღარ დაგვჭირდება და ბანკებთან ვითანამშრომლებთ პირდაპირ, თუმცა ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართია ჩვენთვის, ეს არის უმარტივესი აპლიკაცის ფორმა. მათ ერთი თვე ეძლევად დრო, რომ მიმართონ მათ მსესხებელ ბანკსა და „აწარმოე საქართველოს“ , რათა ჩვენ 12 თვის ბანკის სესხი დავუფინანსოთ.

ეს არის მნიშნელოვანი, რადგან მათ შეინარჩუნონ პერსონალი, რომელიც ჰყავთ და განაგრძონ მუშაობა ჩვეულ რიტმში.

ეს იყო დროული გადაწყვეტილება, რადგან პანდემია პოზიციებს არ თმობს, ეს რისკები მართვადია, თუმცა ტურიზმი დიდად არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამიტომ მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს.“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics