23:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 12:25:30, 968 ნახვა

რეგიონი
წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20  სამოთახიანი  ბინა ნაწილდება.  

„კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს  კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული 553 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისია მუშაობას დაახლოებით 10 დღეში დაასრულებს, რის შემდგომაც 140 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც  ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემათ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება.

წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics