20:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 18:51:41, 3305 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - თუ TikTok-ის აქციებს 15 სექტემბრამდე Microsoft შეიძენს, აკრძალვის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერე

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა Microsoft- ის ხელმძღვანელობას და მათ TikTok-ის აქციების შეძენა შეთავაზა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამერიკული კომპანია ჩინურ აპლიკაციას შეიძენს, მაშინ მისი აკრძალვა 15 სექტემბრიდან აღარ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ TikTok ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებაა. შტატების პრეზიდენტმა კომპანია პირადი ინფორმაციების შეგროვებაში დაადანაშაულა და დაემუქრა, რომ მის მიწოდებას აშშ-ს მასშტაბით აკრძალავდა.

აკრძალვის შესახებ დოკუმენტს ტრამპმა 15 სექტემბერს უნდა მოაწეროს ხელი.

ჩინურ აპლიკაციას ამერიკის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამ აკრძალვით TikTok ყველაზე დიდ დანაკარგს მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics