17:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 17:29:54, 11673 ნახვა

სხვადასხვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ოთხმოცი ფოტო-ხაფანგი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადმოეცა.

აღჭურვილობის განახლება „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასაც მოიცავდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ტექნიკური საშუალებები პირადად დაათვალიერა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიც ლუკოვაკს და პროგრამის მენეჯერ მარკ ჰულსტს, სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი დაესწრნენ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics