20:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 14:36:27, 649 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ ხობის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება.

სულ პროექტის ფარგლებში ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა.

„პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. ასევე განხორციელდება თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაცია და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა.

კომპიუტერების გადაცემის პროცესი მომავალ კვირაში ახმეტის და ყვარელისა მუნიციპალიტეტებში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში უკვე დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics