09:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 14:21:10, 376 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას და აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებული ვიზიტების მაღალ დინამიკას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლინას ლინკევიჩიუსს  იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.

მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics