16:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-26 16:25:17, 3843 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე - კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება.

 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია არის ნათელი და ქვეყნის ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო.

 

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics