|
2020-07-24 21:46:32, 3045 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში, გოგი დოლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, გოგი დოლიძის ქუჩაზე 3 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს. „ოქროს უბანში, გოგი დოლიძის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უკვე იცით, გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მის გაგრძელებას, ანუ გოგი დოლიძის ქუჩასაც დავაგებდით და დანაპირებს ვასრულებთ. ჯამში, ორივე ქუჩაზე 6 000 კვადრატულ მეტრზე ახალი, ორფენიანი ასფალტის საფარით ისარგებლებს მოსახლეობა, ხოლო საშემოდგომო რგვების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 130 000 ლარია.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)