06:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 18:54:36, 403 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა. შეხვედრას  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე განიხილეს  საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივებიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა ინტენსიური და ყველა მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics