16:56 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 14:13:50, 1960 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, ხორბლის ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარეში, კერძოდ, გურჯანიის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ჩატარდა.

ტრენინგების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ხორბლის ხარისხი, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსავლის აღება-დაბინავება. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics