20:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 12:26:01, 3549 ნახვა

სამართალი
შსს-ში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ლუკა ბეჟანიშვილის სოციალური ქსელები დაათვალიერეს

შსს-ში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლუკა ბეჟანიშვილის სოციალური ქსელები „ფეიქსბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაათვალიერეს.

ბეჟანიშვილის განცხადებით, მას დაურეკა ახვლედიანმა და წაყვანა სთხოვა, რის შემდეგაც მასთან ბეჟანიშვილმა სამი მანქანა გაგზავნა.

„ნაცემი ვარ ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვთხოვე ჩემს უბნელს ,რომელიც ტაქსისტია, რომ ჩამოეყვანა ვახო. ქათამაძეს ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ ზოგადად დარეკა“, - განაცხადა ბეჟანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უსაუბრია თუ არა ახვლედიანთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ის პასუხობს რომ „ახვლედიანი იყო დამალული და რა იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა“.

„არა, ახვლედიანი იყო დამალული და რა იცოდა შაქარაშვილი გაუჩნარდა თუ არა. სხვებსაც მისდევდნენ მაგრამ არ გაუჩინარებულან“, - აცხადებს ბეჟანიშვილი.

მისი ადვოკატის თემურ ადონია განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელების
„ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ დათვალიერება განხორციელდა.

„ამ ეტაპზე იყო მხოლოდ „ფეისბუქისა და ინსტაგრამის დათვალიერება. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვა არ ყოფილა. ჩვენთვის უცნობია დაიბარებენ თუ არა ბეჟანიშვილს. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ რომ ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილი არის პირი, რომელმაც ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს სამი მანქანა გაუგზავნა მცეთაში, რადგან თბილისში ჩამოსვლა მოეხერხებინათ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics