19:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 10:29:16, 566 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობის“ კონკურსის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ დასკვნით ფაზაში შედის.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 21 პროექტიდან კომისიის წევრებმა სამი საუკეთესო კონცეფცია შეარჩიეს. ხმათა უმრავლებსობა ნინო ლელაშვილის, პაატა ციკოლიასა და „სტუდია 1 2 3“-ის კონცეფციებმა დაიმსახურეს.  საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაემატება ხალხის ერთი ხმა. 

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით. კომისიამ გამოავლინა 3 საუკეთესო კონცეფცია, ხმის მიცემის შემდეგ კი საბოლოოდ განისაზღვრება გამარჯვებულთა რიგითობა. პირველ ადგილზე გასული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 7 000 ლარით დაჯილდოვდება.

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში.

ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა 8 სექტემბერს 12 საათზე დასრულდება.

სასურველი პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია თბილისის მერიის ვებ გვერდზე: www.tbilisi.gov.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics