|
2020-07-10 11:59:39, 2814 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და ღობით შემოისაზღვრა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - სოფელ დიღომში, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, ახალი სკვერი მოეწყო. აქ მცხოვრები ადამიანები უკვე სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებენ. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი კეთილმოწყობილი და ლამაზი სივრცე შეიქმნა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 418 157 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვის+” შეასრულა. გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და ტრენაჟორები მოეწყო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)