|
2020-07-09 15:11:23, 1390 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: დღეს არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად, ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
„წელს, რთველზე რქაწითელის და კახური მწვანის ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ბევრი სპეკულაცია შეიძლება იყოს, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ფასი უნდა იყოს ესა თუ ის რიცხვი, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში ფასი შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი ან უფრო დაბალიც კი. ჩვენ მევენახეობის სექტორში დღეს გვაქვს ძალიან რთულ ვითარება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების 70 %-ზე მეტს აწარმოებენ. დღეს ყველგან არის დაბინავების პრობლემა; არსებობს ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო. ასეთ რთულ ვითარებაში, ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა ქართული საზოგადოების, რადგან ეს არის ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხა. ეს არის სოლიდარობა მევენახე ფერმერებისთვის, რომ მათი საქმიანობა დღეს იყოს დაფასებული და ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი. კონიუნქტურა არის საკმაოდ მძიმე; ზოგადად, ვითარება საკმაოდ რთულია; რამდენიმე თვე საქართველოში ჰორეკას სეგმენტი - სასტუმროები და რესტორნები დაკეტილი იყო. ჩვენს სამეზობლოში, პანდემიიდან გამომდინარე, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და შეზღუდვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ის ზრდა, რაც ექსპორტის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა რაოდენობაში, და რაც პრემიერმაც აღნიშნა, შეიძლება წელს ვერ მივიღოთ - ეს ერთი და მეორე, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე დამოკიდებული. ჩვენ, ყოველწლიურად, 10-12%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, რადგან, ბოლო წლებში, ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს. ეს იყო მოტივი ინდუსტრიისთვის და რამდენიმე ათეული კომპანიიდან ჩვენ დღეს მივიღეთ 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში, 2020 წელს, ეს არის, დაახლოებით, 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი. დღეს არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად, ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება, არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა რასაც საქართველოს მთავრობა იჩენს და სპეკულირება არის აბსოლუტურად არამართებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)