23:05 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 11:29:30, 1862 ნახვა

საზოგადოება
ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაახლოებით, 5 000  კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 600 000  ლარამდე  არის გათვალისწინებული.

ვარდისუბნის ქუჩაზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების  საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.  აღნიშნული ქუჩის ნაწილი მოწესრიგდა. ამასთან, ვარდისუბნის ქუჩის N83-დან ხანძთის ქუჩამდე მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელი იყო მოსაწყობი, რომლის სამუშაოებიც განხორციელდა და ახლა, საგზაო სამუშაოები ამ ნაწილზეც სრულდება.

ასევე, ამ ეტაპზე, მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 26 მაისის ქუჩაზე, გამგეობის მიერ კი, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე  მიმდინარეობს.  

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics