|
2015-09-01 18:11:56, 589 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელმა ექსპერტებმა წყნეთი-სამადლოს მეწყრისგან დაზიანებული მონაკვეთი მოინახულეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა წყნეთი-სამადლოს გზის დამეწყრილი მონაკვეთი ამერიკის სატყეო სააგენტოს ექსპერტებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID)ფინანსური მხარდაჭერითა და მოწვევით ჩამოვიდნენ, რათა ქართულ მხარეს 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარონ. 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და სრულიად გამოვიდა მწყობრიდან წყნეთი -სამადლოს გზის მონაკვეთი. მისი აღდგენის საკითხი მოითხოვს საფუძვლიან კვლევას. ამერიკელი ექსპერტები გზის აღნიშნულ მონაკვეთს, ასევე ვერეს ხეობასა და მეწყრისაგან დაზიანებულ სხვა მონაკვეთებს შეისწავლიან და ქართულ მხარეს გაუწევენ რეკომენდაციას, თუ რა სახით აღდგება დაზიანებული გზა და როგორ მოხდება ვერეს კალაპოტის დამბებში მოქცევა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. მხოლოდ სრულფასოვანი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტული პროექტის შემუშავება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)