|
2020-07-06 16:06:14, 1363 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ. სოციალური პროექტი თბილისის რაიონების გამგებლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც დაფასოებული პროდუქტების პაკეტებს აღსაზრდელების მშობლებს პირადად გადასცემდნენ. „დავასრულეთ უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური დახმარების გაწევას თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის იმ რთულ და უჩვეულო პირობებში, რაც საზოგადოებას მოუტანა Covid 19-ის პანდემიამ. პროცესი კარგად ორგანიზებული იყო და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, დაცული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ბაგა-ბაღების პერსონალის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. პროდუქტების გაცემა საჯარო ბაღებში 19 მარტს დაიწყო და ივნისის ბოლომდე, სტანდარტული სააღმზრდელო წლის დასრულებამდე გაგრძელდა. ნობათები შვიდ ეტაპად გაიცა და თითოეულ ეტაპზე მსურველთა რაოდენობა 86%-დან 92%-მდე იყო. პროექტისთვის ჯამში, 11 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)