|
2020-07-06 11:30:41, 1869 ნახვა
საზოგადოება
მაღალი ტემპერატურის გამო, 2 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2 აბიტურიენტი გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაიშვა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. „უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა სოფო გორგოძემ. მისივე თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერი. „რამდენიმე სხვა საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერები და ასეთ შემთხვევებში აბიტურიენტებს პირბადეები უკეთიათ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც 25 ივლისამდე გაგრძელდება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)