01:21 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-05 16:15:38, 2656 ნახვა

საზოგადოება
გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სენაკი-თბილისის გვირაბი  2020 წლის 7 ივლისს 08:00 საათიდან  8 ივლისის 14:00 საათამდე  დაიკეტება. 2020 წლის 8 ივლისს 14:00 საათიდან  9 ივლისის 20:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალებ თბილისი-სენაკის მიმართულებით.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში  ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეეძლება შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის გორის გვირაბების შემოსასვლელი გზით. ხოლო თბილისის-სენაკის ჩაკეტვის შემდეგ  სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება -  სენაკი-თბილისის მიმართულებით და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოსასვლელ გზაზე.

სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics