|
2020-07-04 15:03:55, 3236 ნახვა
საზოგადოება
ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა. მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო გამოცდებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და ვიზიტის ფარგლებში გამოცდის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები შეაფასა. საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული. ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დასაწერად ყველა პირობას შეუქმნის. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა. უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩმა თხოვნით მიმართა მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გაიხსნება 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. საგამოცდო ცენტრებში მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)