|
2020-07-04 12:55:12, 2990 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში როტაცია განხორციელდა
ავღანეთში, ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა. გაცილების ცერემონია ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა და მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონისგან გადაიბარებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი, ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები სამშობლოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)