|
2020-07-03 12:14:19, 2769 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია ყველა მოწმე და ბრალდებული, კრიტიკულად გამოიკითხოს. „აუცილებელია ყველა მოწმე და ყველა ბრალდებული პირი გამოიკითხოს ძალიან კრიტიკულად და დროულად. ყველა საგამოძიებო მოქმედება დროულად უნდა ჩატარდეს. მათ შორის ექსპერტიზები, ნივთების თუ საგნების ამოღება, სატელეფონო თუ სხვა სახის კომუნიკაცია. ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ ამას ვნახავდით რამდენად დროულად ტარდება ყველა ის ლოგიკური საგამოძიებო მოქმედება, რაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)