|
2020-07-02 11:17:09, 1930 ნახვა
საზოგადოება
ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპაში მყოფი ქართელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დაავალა, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს კონკრეტული განრიგი, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლის ბილეთის ფასიც მისაღები იქნება. „მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი, ჩვენი მოქალაქებიისთვის, ბილეთების მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და კატასტროფული ფასები, რომლებზეც ყველას გვსმენია. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, რომელიც უნდა იყოს მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)